სოხუმმა კორონავირუსის 111 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში კორონავირუსით 111 ადამიანი დაინფიცირდა და 2 გარდაიცვალა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პაციენტები გუდაუთის კლინიკაში და სოხუმში
განთავსებულ რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 53 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 23 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 21, გაგრის კლინიკაში – 19, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 13 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 68 პირი იმყოფება, მათგან მძიმეა 12.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 34 376 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა - 518, გამოჯანმრთელდა - 28 650 პირი.

მასალის გამოყენების პირობები