კორონავირუსით მესტიის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
მესტიის მკვიდრი 71 წლის ქალი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში, ჯამში, 470 პირი მკურნალობს. მძიმეა 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე. გამოჯანმრთელდა კიდევ 264 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები