აფხაზეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 52 ახალი შემთხვევა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 83 პირი გამოიკვლიეს და მათგან 52-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, რუსულ საველე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 2 პაციენტი, 66 და 72 წლის ქალები.
ამ ეტაპზე გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 62 პაციენტი გადის, მათგან 22-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 39 პირია მოთავსებული, 15 მათგანი მძიმედაა. ოჩამჩირის კოვიდკლინიკაში 24 ადამიანი მკურნალობს, 3-ის მდგომარეობა მძიმეა. 17 პირი მკურნალობს გაგრის საავადმყოფოში, 10 კი ტყვარჩელის ცენტრალურ კლინიკაში. რაც შეეხება სოხუმში მოწყობილ რუსულ საველე ჰოსპიტალს, იქ 73 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 5 მძიმედაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 34 652 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 28 688 ადამიანი, გარდაიცვალა 524 პირი.

მასალის გამოყენების პირობები