კორონავირუსით ზუგდიდში მცხოვრები 3 პირი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ისინი ზუგდიდის მცხოვრებლები იყვნენ და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდნენ. მათი ასაკი 70-დან 95 წლამდე მერყეობს.
დღის განმავლობაში 350-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 475 დაინფიცირდა.
ამ ეტაპისთვის რეგიონის კოვიდკლინიკებში 470 პაციენტი მკურნალობს.
დღის განმავლობაში 350-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 475 დაინფიცირდა.
ამ ეტაპისთვის რეგიონის კოვიდკლინიკებში 470 პაციენტი მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები