სამეგრელოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა - სამხარეო ადმინისტრაცია
1 დეკემბრიდან, "მწვანე პასპორტის" შემოღების შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მასობრივი იმუნიზაციის ცენტრებში აღნიშნავენ, რომ მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის, პენსიონერთა 200 ლარიანი ფინანსური წახალისების ინიციატივის შემდეგ, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტი მოქმედებს, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხორციელდება. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით ემსახურება, რომლის გრაფიკიც სოფლის მოსახლეობისთვის წინასწარ ხდება ცნობილი.
ცენტრში კოვიდ აცრებთან ერთად გრიპის ვაქცინით იმუნიზაციაც არის შესაძლებელი.

მასალის გამოყენების პირობები