აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გამოკვლეული 697 ადამიანიდან 140-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, ბოლო 4 დღეში გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 67, 78 და 87 წლის ქალები და 74 წლის მამაკაცი. ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 138 პირი მკურნალობს, მათგან 47-ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა კოვიდინფიცირების 38 007 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 30 378, ხოლო გარდაიცვალა 561 ადამიანი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა კოვიდინფიცირების 38 007 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 30 378, ხოლო გარდაიცვალა 561 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები