17 იანვრიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება
ორშაბათიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისა და მათი კონტაქტების იზოლაციისა და კარანტინის
ვადები მცირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა ბრიფინგზე. მან განმარტა, რომ ვადები დამოკიდებული იქნება იმაზე, არის თუ არა მოქალაქე ვაქცინირებული ან როგორ გადაიტანა ვირუსი.
თუკი მოქმედი რეგულაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტი იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში უნდა იყოს, ახალი წესები ასე განისაზღვრა:
ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა სულ მცირე არის 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
იზოლაციის ვადები ასევე მცირდება და მსუბუქდება კონტაქტების შემთხვევაშიც:
თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვალდებულება ეხსნებათ. კარანტინი არ იქნება საჭირო. ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში.
რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში გამოიყენონ პირბადე.
თუკი მოქმედი რეგულაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტი იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში უნდა იყოს, ახალი წესები ასე განისაზღვრა:
საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა სულ მცირე არის 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
იზოლაციის ვადები ასევე მცირდება და მსუბუქდება კონტაქტების შემთხვევაშიც:
თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვალდებულება ეხსნებათ. კარანტინი არ იქნება საჭირო. ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში.
რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში გამოიყენონ პირბადე.
მასალის გამოყენების პირობები