სამეგრელოს კოვიდკლინიკებში კორონავირუსით სამი პირი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამეგრელოს კლინიკებში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.
მათგან ორი კოვიდინფიცირებული 70 და 60 წლის ქალები რუხის კლინიკაში მკურნალობდნენ. ხოლო 89 წლის ქალი კლინიკა ,,სენამედში'' გადიოდა მკურნალობის კურსს.
დღეის მონაცემებით, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 289 პაციენტი მკურნალობს, მძიმეა 17 პირის მდგომარეობა.
საკარანტინე სივრცეში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
ვირუსისგან 79 პირი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები