ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტშიც გრძელდება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გაგრძელდება.
200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა "ლიბერთი ბანკთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო, "ლიბერთი ბანკთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge. აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა "ლიბერთი ბანკთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო, "ლიბერთი ბანკთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge. აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.
მასალის გამოყენების პირობები