აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 108 დაინფიცირდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 240 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 108-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 70 ადამიანი მკურნალობს, აქედან 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის საავადმყოფოში 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო სოხუმის ინფექციურში 65 წლის მამაკაცი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 610 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 47 523, ხოლო გარდაიცვალა 661 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები