აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 47 დაინფიცირდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 70 ადამიანს ჩაუტარდა,
მათგან 47-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 61 ადამიანი მკურნალობს, აქედან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის საავადმყოფოში 2 პაციენტი, 74 და 86 წლის მამაკაცები გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 811 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 47 845, ხოლო გარდაიცვალა 666 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები