სოხუმის ინფექციურში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 250 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 83-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 61 ადამიანი მკურნალობს, აქედან 19 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტი, 65 და 74 წლის ქალები გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 894 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 48 009, ხოლო გარდაიცვალა 668 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები