საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ინტერვიუ
საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, ზუგდიდში სტუმრობისას, რადიო "ათინათს" ინტერვიუ მისცა. მან ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთში თავისი ამჟამინდელი ვიზიტის მიზნებზე, იმაზე, თუ რა მიმართულებებით გააგრძელებს ამერიკის მთავრობა რეგიონის მხარდაჭერას.
ასევე, ელჩმა შეაფასა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ევროკავშირის და აშშ-ის მთავრობის მედიაციით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობა. ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ბერკეტები აქვს მთავრობას და საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად და მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ელჩმა დეგნანმა შეაფასა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი და სამოქალაქო საზოგადოების როლი და ზეგავლენა მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე.
მასალის გამოყენების პირობები