ეს პროგრამა სრულად ეყრდნობა იმ პრიორიტეტებს, რაც გააჩნია ევროკავშირს, - Erasmus+ - ის ეროვნული ოფისის დირექტორი, მარიამ სულაშვილი
Erasmus+ წლებია ხორციელდება საქართველოში, რას სთავაზობს ევროკავშირის საგრანტო პროგრამა სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს, ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების თუ კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით, როგორ ეხმარება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში საგანმანათლებლო, პროფესიული თუ სპორტის მიმართულებით; რა პრიორიტეტებს ეყრდნობა Erasmus+ , იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, - რადიო „ათინათის“ კითხვებს პასუხობს Erasmus+ - ის ეროვნული ოფისის დირექტორი, მარიამ სულაშვილი. ინტერვიუ მომზადებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისათვის" ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო ,,ათინათი'' და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
მასალის გამოყენების პირობები