თემურ ნადარაია გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანაშრომლებს დღეს დაემშვიდობა. დაკავებული ზუგდიდელი სასულიერო პირის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბერი გ.ქ. აღიარებითი ჩვენებით პოლიციაში თავად გამოცხადდა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ეპარქიაში შემავალ სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მათ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
მასალის გამოყენების პირობები