გიგა მაქარაშვილის 13 დღიანი მსვლელობა ენგურის ხიდზე აქციით დასრულდა (ფოტო, ვიდეო)
სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 13 დღიანი ფეხით
მსვლელობის შემდეგ ენგურის ხიდზე ჩავიდა. ამ ფორმით მან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. ჟურნალისტმა და აქტივისტმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე 360 კილომეტრზე მეტი ფეხით გაიარა. მან დღეს მედიას ორი კვირაში მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა.
"ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი 13 დღე ჩემს ცხოვრებაში. არასდროს მსგავსი არაფერი განმიცდია, ფეხით მოვიარე ჩემი ქვეყანა. მისია, რომელიც ჩემს თავს დავაკისრე და სოხუმის დაცემის დღეს აქ ჩამოსვლა არის ის, რომ მე, როგორც ერთმა მოქალაქემ, შევძელი და ვთქვი სათქმელი და მოვუყევი ჩემს შვილს ისტორია, რომელიც მას უნდა ახსოვდეს. გზად შემხვდა ათასობით ადამიანი, რომელმაც მითხრა რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. ეს აჩენს იმედს, რომ არ დავიწყებულა ეს მუხტი, არის მიძინებული და სჭირდება გამოღვიძება. მთავარია, არ დაგვეზაროს, არ შეგვეშინდეს, არ დაგვავიწყდეს და ენგურის ხიდზე კი არ გავჩერდებით, ჩავალთ სოხუმშიც და გაგრაშიც. მთავარია, ერთობა და ერთმანეთის მოსმენა, პატიება ვისწავლოთ. ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი - რუსეთი, რომელსაც აქვს ოკუპირებული საქართველოს 20 პროცენტი და სანამ ერთ ქართველს მაინც ახსოვს, რომ მისი მტერი რუსეთია, მანამდე ეს ომი წაგებული არ არის... ომი გრძელდება და ომი არის რუსეთთან“, - თქვა მაქარაშვილმა ენგურის ხიდზე.
მასთან ერთად ენგურის ხიდამდე დღეს ზუგდიდიდან დაიძრნენ სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები, რომელთაც სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
„რუსეთი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შებღალვას. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. არ გაჩერდეთ, ვიბრძოლოთ და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და ერთად დავიწყებთ ჩვენი რეგიონების სამაჩაბლოს და აფხაზეთის მშენებლობას. ასეთი ნათელი ადამიანები შეძლებენ ააშენონ ძლიერი სახელმწიფო“, - აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ჭარხალაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა კი საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
ენგურის ხიდზე დღეს კოლეჯ "ლაკადას" სტუნდენტები, ფოთისა და აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ, რომლებმაც ადგილზე თემატური ნახატები შექმნეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები