მორბენალი სტრიქონი
„ხიბულა“ და „დედე“ ოსკარის ნომინანტობის კანდიდატ ფილმებს შორის არიან
ოსკარი 2018 წლის კანდიდატი ფილმების სია საქართველოდან ნომინაციისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ცნობილია. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

6 ფილმს შორის რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მიერ ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე გადაღებული ფილმი „ხიბულა“ და რეჟისორ მარიამ ხაჭვანის სვანური ბალადა „დედე“ მოხვდნენ.



ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა.



ზემოთ აღნიშნული ორი ფილმის გარდა, ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმები არიან:

„ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში, „ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, „ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და „ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.

შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

ამავე თემაზე:

ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში გამოდის (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.