კულტურა
კრისტის აუქციონზე კლოდ მონეს და მოდილიანის სურათები გაიყიდა
კრისტის აუქციონზე კლოდ მონეს “წყლის ლილიები” 27 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი მილიარდერი უილიამ კლარკის კოლექციას ეკუთვნოდა.
ლილიების ეს ვერსია 1907 წელს, მონეს საყვარელ პარკში, ჟივერნიშია შესრულებული.
უკანასკნელად ნახატი 84 წლის წინ იყო გამოფენილი. აუქციონზე ასევე 17 მილიონ დოლარად გაიყიდა მოდილიანის “მჯდომარე წითური მამაკაცი”.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები