თანამდებობიდან გათავისუფლებულ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის უფროსს კაზანტიპის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა ფესტივალის ვიცე–პრეზიდენტობა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესკონტაქტი“ ავრცელებს.
მარშუნოკმა სიგუას ვიცე–პრეზდიდენტობა და ხელფასი 100.000 ევროს ოდენობით შესთავაზა. მარშუნოკის აზრით, გიორგი სიგუა პოლიტიკური სტრუქტურებიდან ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანია, რომელიც კი მას შეხვედრია. მისი თქმით სიგუას შესაძლებლობები, ენერგიულობა და შრომისუნარიანობა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.
„რესპუბლიკა კაზანტიპის ყველა მოქალაქის სახელით ვთავაზობთ ბატონ სიგუას სამსახურს ჩვენს მთავრობაში“, – განაცხადა მარშუნოკმა.
მასალის გამოყენების პირობები