კულტურა
დღეს ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება შედგება
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება შედგება. დაჯილდოების ცერემონიალზე 10 ნომინაციის მიხედვით გამარჯვებული წიგნებისა და ავტორების ვინაობა გახდება ცნობილი. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, "საბას" ისტორიაში ეს იქნება დაჯილდოების ყველაზე მასშტაბური ცერემონია, რომელზეც სპეციალურად "საბასთვის" შექმნილი მუსიკალურ-ლიტერატურული პროექტის "ეპოქის ხმები" პრემიერა შედგება. "სპეციალურად ამ დღისთვის ხუთმა თანამედროვე კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა "ოქროს ფონდიდან" ამოღებული პოეტების აუდიო ჩანაწერებზე, მუსიკალურ ნაწარმოებებს მოერგო მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია და დავით მაჭავარიანის მხატვრობა", - აცხადებენ ორგანიზატორები.პროექტის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა. მუსიკალური ხელმძღვანელი - მიხეილ მდინარაძე. პროექტში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ორკესტრი და საბალეტო დასი მონაწილეობს. "ეპოქის ხმები" "თიბისი ბანკის" ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით შეიქმნა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები