ფილმი, რომელმაც სხვადასხვა ევროპული ჯილდო და ანაპის ღია ფესტივალის გრან–პრი დაიმსახურა, ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი გახდა.„სიმინდის კუნძული“ დეპუტატებმა პარლამენტში დახურულ ჩვენებაზე ნახეს და შენიშვნა სურათის რეჟისორს პარლამენტის დერეფანშივე მისცეს. დეპუტატებიდან ყველაზე უკმაყოფილო გია ვოლსკი აღმოჩნდა, რომელიც მხატვრული ფილმის შინაარსმა გააღიზიანა. ფილმის ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ მმართველმა გუნდის, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები.
პოლიტიკოსების შენიშვნებს რეჟისორმა გაზეთის ფურცლებიდან უპასუხა.
პოლიტიკოსების განცხადებებს მწვავე შეფასება მოჰყვა კინოკრიტიკოსების მხრიდანაც. გოგი გვახარია ხრუშჩოვის პერიოდს იხსენებს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები „თავის იდიოტურ აზრებს გამოთქვამდნენ ხელოვნებაზე“, გვახარიასთვის ასევე გაუგებარია ფილმის შინაარსთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნა.გიორგი ოვაშვილის ფილმში ,,სიმინდის კუნძული“ მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება. ორი უცნაური ფერმერი – მოხუცი ბაბუა და მოზარდი შვილიშვილი, კონფლიქტის ზონაში მეურნეობას მისდევს და სიმინდი მოჰყავს. სიმინდის კუნძულზე აფხაზ ბაბუა-შვილიშვილთან დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი ხვდება.
გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" საქართველომ ამერიკული კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინაციაზე წარადგინა.ოსკარის ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება. ოსკარით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები