ამერიკელი კომპოზიტორი და მესაყვირე კრის ბოტი საქართველოში მეორე ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„კრისი მოუთმენლად ელოდება თბილისში, საქართველოში დაბრუნებას, 13 ოქტომბერს და სცენაზე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დგომას, ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტის მხარდასაჭერად“, - წერია „ფეისბუქში“.
კრის ბოტი საქართველოში პირველად ბრიტანელ მუსიკოსთან სტინგთან ერთად იმყოფებოდა. მათ ერთობლივი კონცერტი, 2011 წლის 3 ივლისს, ბათუმის პიაცაზე გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები