პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ აბაძიძე დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართული ბრიფინგის დროს წარადგინა.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახლოსაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, - განაცხადა ბიძინა ვანიშვილმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
"რაც ეხება დიპლომატიური ურთიერთოების აღდგენას, ეს ძალიან სწრაფად ვერ მოხდება ამ ორ ქვეყანას შორის მზაობაც რომ იყოს. ეს არ იქნება იოლი პროცესი. იცით, რომ საელჩოებია გახსნილი აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე. დიდი პრობლემებია ამ მიმართულებით. უფრო ლოგიკურია, რომ ჯერ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები დამყარდეს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახლოსაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის ფორმატი რომელიც, ორ ქვეყანას შორის არსებობდა - ჟენევვის მოლაპარაკებები - აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები