PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/sdfsdfsdfsdfsasd3778e5c.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

„სიცოცხლე ხაზის გასწვრივ“ ფოტოგამოფენა ამ სახელწოდებით, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ადამიანების ყოველდღიურობას ასახავს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
ფოტოების ავტორი, რეი კუპერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წევრია. ის ამბობს, რომ ეს მისი პირველი გამოფენაა, რომელიც ჯერ თბილისში, შემდეგ გორში და დღეს ზუგდიდში იმართება. „საზღვრის ორივე მხარეს ადამიანური სახეები ერთნაირია“– აღნიშნა ფოტოგრაფმა.
სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეკ სტივენს ბორგის თქმით ის ადამიანური სახეები, რომლებიც ფოტოებზეა აღბეჭდილი მისთვის კარგად ნაცნობია. „ანალოგიური ვითარებაა აფხაზეთშიც. ეს არის ადამიანური სახე ჩვენი ყოველდღიური მუშაობისა“.
ფოტოგამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა და ის კიდევ ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები