საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ ეთერ კაკულიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
"კონცერტი მომღერლის იუბილეს ეძღვნება და მასში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებიც ეთერ კაკულიას ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ. იუბილარს დაბადების დღეს მიულოცავს და მსმენელის წინაშე წარდგება ასევე მომღერალი ნანი ბრეგვაძე.
ეთერ კაკულია სცენაზე უკვე 50 წელია მოღვაწეობს.
კონცერტის შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიებებს საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს",-აცხადებენ კულტურის სამინისტროში.\
კონცერტი,დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები