საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს.
ისინი საყდრისის საბადოზე აფეთქებების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ. „ჩვენ გუშინ პრეზიდენტსაც მივმართეთ, მაგრამ მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს, ირაკლი ღარიბაშვილს კი,როგორც მთავრობის მეთაურს, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ძეგლის დაცვა“, - ნათქვამია წერილში, რომელიც საყდრისის დამცველებმა დღეს გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციას.
მასალის გამოყენების პირობები