ქართული სამზარეულო და სასმელი ევროპის მასშტაბით საუკეთესო ხუთეულშია. პორტალი „თირლისთი“ ევროპის 48 ქვეყნის ჩამონათვალს აქვეყნებს და ამ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა. ვებგვერდის წარმომადგენლებმა 48 ქვეყნიდან 39-ში იმოგზაურეს და ადგილობრივი კერძები და სასმელი დააგემოვნეს.
48 ქვეყანას შორის ეროვნული სამზარეულოს მხრივ, პირველი ადგილი იტალიას უჭირავს, რომელსაც ფრანგული და ესპანური კერძები მოყვებიან.
„თირლისთი“ საქართველოზე წერს, რომ ქვეყანა ევროპის და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. შესაბამისად, ეროვნული კერძები წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, რომელთა მოსამზადებლადაც, სხვადასხვა უნიკალური მწვანილები და სანელებლები გამოიყენება.
საქართველოს შემდეგ, რეიტინგის ათეულში გერმანია, ბელგია, ხორვატია, შვეიცარია, პორტუგალია და უნგრეთი არიან. ბოლო ადგილებს მონაკო, ანდორა, მონტენეგრო, ფარერები და ვატიკანი იკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები