ზაზა ურუშაძის "მანდარინები" წელს ოსკარის მიღებისთვის იბრძოლებს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ესტონეთმა აღნიშნული ფილმი გასულ წელს წარადგინა.
ოსკარის ნომინანტების დასახელება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ამერიკის კინოაკადემიამ 83 ფილმიდან შეარჩია 9 ფილმი , რომელთაგანაც 5-ს საბოლოოდ წარადგენენ ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. მათ შორისაა გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", რომელიც ესტონეთმა წარადგინა.
დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები