წიგნის „ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში" პრეზენტაცია-კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში 26 იანვარს გაიმართება.
ქართული სიმღერების ჩაწერის ისტორიის ამსახველ კრებულში, ქართველ მომღერლებზე საარქივო დოკუმენტებიდან ამოკრეფილ ინფორმაციასთან ერთად, შევიდა კომენტარები სიმღერებზე და მათი ტექსტების შინაარსი. წიგნს თან ახლავს ორი კომპაქტ-დისკი, ბერლინის ფონოგრამ-არქივში დაცული ქართველი ტყვეების 90 სიმღერიდან 65 აუდიონიმუშით და წერილობითი დოკუმენტებით.
სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის ქართველების მიერ შესრულებული, ზეპირი მეტყველებისა და ხალხური სიმღერების ნიმუშები, 1915 - 1918 წლებში გერმანიის ტყვეთა ბანაკებშია შეგროვილი, რომელიც შემდეგ პრუსიის ფონოგრაფიულმა კომისიამ ჩაიწერა.
მასალის გამოყენების პირობები