პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს მსოფლიო კინოს ლეგენდა, ყველა დროის ულამაზეს მამაკაცად აღიარებული, ფრანგი სუპერვარსკვლავი ალენ დელონი წაიყვანს. კონცერტი 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში სახელოვნებო ინდუსტრია „არტ პალასის“ ორგანიზებით გაიმართება.
როგორც ცნობილია, ალენ დელონი კონცერტის ერთ-ერთი წამყვანი იქნება. საქართველოში ვიზიტისას ალენ დელონი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციასაც გამართავს.
პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიმართა, შემოქმედებითმა ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს პირველად სპეციალური მოწვევით ალენ დელონი ესტუმრება.
პრესკონფერენციაზე კონცერტის სხვა დეტალებზე ისაუბრეს: პროექტის ინიციატორი და „არტ პალასის“ პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ, პროექტის რეჟისორმა დავით საყვარელიძემ, მუსიკალური პროდიუსერმა მარინა ბერიძემ, დირიჟორებმა ნიკოლოზ რაჭველმა და ჯანლუკა მარჩანომ.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო და თბილისის მერია.
პროექტის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია „ჯი-დი-ჯი“.
მასალის გამოყენების პირობები