2014 წელს გამოცემული წიგნების რაოდენობით საქართველო მსოფლიო ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს.
სიაში მეოთხე ადგილზე ესპანეთი და საქართველოა. მკვლევარების ცნობით, საქართველოში შარშან მილიონ მოსახლეზე 1 547 წიგნი გამოსცეს. ევროპული ქვეყნების ნაწილი გამოცემული წიგნების სტატისტიკურ მონაცემებს არ ასაჯაროებს, თუმცა, მაგალითისთვის, ბელგიაში შარშან მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 490 წიგნი გამოსცეს.
2014 წელს გაერთიანებულ სამეფოში 184 ათასი დასახელების წიგნი გამოსცეს, რაც მილიონ მოქალაქეზე 2 870 წიგნს შეადგენს. გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ბრიტანეთის წარმატება დიდწილად „ჰარი პოტერმა" განაპირობა, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერად აღიარეს. ამასთან, გამოცემული წიგნების რაოდენობით აშშ და ჩინეთი ლიდერობენ, თუმცა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, აშშ მე-12, ხოლო ჩინეთი 25-ე ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები