BBC სვანეთის შესახებ ვებგვერდზე სტატიას და ფოტორეპორტაჟს ავრცელებს. BBC-ის სამოგზაურო რუბრიკის ჟურნალისტები ოდრი სკოტი და დენიელ ნოლი სვანეთში მოგზაურობას აღწერენ.
ჟურნალისტებმა ზემო სვანეთში 65 კილომეტრიანი მანძილი ჟაბეშიდან უშგულამდე ფეხით დაფარეს. სამი დღის განმავლობაში BBC-ის კორესპონდენტები სვანეთის უნიკალურ ბუნებას, კავკასიონის მწვერვალებს, ადგილობრივ ისტორიას, ტრადიციებს და წესებს გაეცნენ.
ჩანაწერებში BBC-ის ჟურნალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ევროპაში ყველაზე მაღალ სოფელს უშგულს, რომელიც ზღვის დონიდან 2 ათას 200 მეტრზე მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები