ამერიკის თეატრალურ ოსკარად წოდებულ “ჰელენ ჰეიზის” პრიზების ყოველწლიურ ცერემონიაზე ქართულ დუეტს-პაატა და ირინა ციქურიშვილებს, ისევე როგორც მათ მიერ ვაშინგონში, 13 წლის წინ დაარსებულ “სინეტიკის თეატრს” მორიგი წარმატება ხვდა.
“სინეტიკის თეატრმა”, სადაც ამერიკელი და წარმოშობით რამდენიმე ქართველი ხელოვანი მოღვაწეობს ( ირაკლი კავსაძე, ირინკა კავსაძე, ვატო ციქურიშვილი), წელს 18 ნომინაციიდან 3 ჯილდო აიღო და საუკეთესო ანსამბლის, საუკეთესო კოსტიუმებისა და ქალის საუკეთესო შემსრულებლისათვის გაწეული ძალისხმევისთვის დაჯილდოვდა.
“სინეტიკს”, ამით “ჰელენ ჰეიზის” სულ 117 ნომინაცია და 30 ჯილდო აქვს.
ჰელენ ჰეიზის სახელით, ვაშინგტონში პრესტიჟული თეატრალური პრემიები ყოველწლიურად გადაიცემა. მასში დაახლოებით 90-მდე ადგილობრივი თეატრალური დასი მონაწილეობს.
მასალის გამოყენების პირობები