წელს მსოფლიო ჩემპიონატს ჭადრაკში ჩინეთმა უმასპინძლა, სადაც მოჭადრაკე ქალებს შორის გამართულ დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის წარმომადგენლებს 2,5:1,5 მოუგო, ჯამში კი 17 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონების ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდნენ: ბელა ხოთენაშვილი [თელავი], ლელა ჯავახიშვილი [თელავი], მარი არაბიძე [ქუთაისი], ნინო ბაციაშვილი [ბათუმი], სალომე მელია [ბათუმი]. ნაკრების კაპიტანი არის დავით ჯოჯუა, ხოლო მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა.
შეხვედრებიდან ყველაზე სწრაფად ბელა ხოტენაშვილის და ტან ჟონგის თამაში - ყაიმით დასრულდა, ასევე ფრედ დასრულდა სალომე მელიას და დინ იიქსინის და ნინო ბაციაშვილის და ლეი ტინგიეს პარტია. საქართველოს ნაკრებს გამარჯვებისთვის ყაიმიც საკმარისი იყო, თუმცა დასკვნით შეხვედრაში მერი არაბიძემ შენ იანგს შეხვედრა მოუგო და საბოლოო ჯამში ქართველმა მოჭადრაკეებმა 2:5:1.5 მოიგეს.
მასალის გამოყენების პირობები