26 მაისს გიზას პირამიდებთან ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართება.
კონცერტი ორგანიზებულია ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მიერ. აპრილის ბოლოს, ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ ძულიაშვილი ეგვიპტის ტურიზმის მინისტრს ხალედ რამისთან შეხვედრისას, მხარეებმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეგვიპტეში დაგეგმილი ღონისძიების დეტალები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს კონცერტი საქართველოსა და ეგვიპტეს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურება იქნება.
მასალის გამოყენების პირობები