27 ოქტომბერს მსოფლიო აუდიო-ვიზუალური მემკვიდრეობის დღეს აღნიშნავს, რომელიც იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) ინიციატივით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 2005 წლიდან აღინიშნება.
აუდიო-ვიზუალური მემკვიდრეობის დღის დაარსებას შემდეგი მიზნები აქვს:
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მედიის ყურადღების გამახვილება აუდიო-ვიზუალური მემკვიდრეობის საკითხებზე აუდიო-ვიზუალური მემკვირდრეობისთვის კულტურული სტატუსის მინიჭება იმ საშიშროებების განსაზღვრა, რაც შესაძლოა აუდიო-ვიზუალურ მემკვიდრეობას დაემუქროს
წელს ქართულ-ესტონური ერთობლივი ძალისხმევით აღდგენილ და რესტავრირებულ იქნა თენგიზ აბულაძის ფილმი "ნატვრის ხე". ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმს რესტავრაცია, ფერებისა და ხმის კორექცია ესტონეთში ჩაუტარდა. ხოლო შარშან, ასევე ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა ელდარ შენგელაიას ფილმის "ცისფერი მთები" აღდგენა.
საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები