ლეონარდო დი კაპრიომ თავისი პირველი ოსკარი მიიღო. ამერიკულმა
კინოაკადემიამ ის ფილმისთვის "გადარჩენილი" დააჯილდოვა.
დი კაპრიომ ოსკარი მეექვსე ცდაზე მიიღო. აქამდე ამერიკული კინოს
ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე ის ხუთჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო
ვერც ერთხელ ვერ მიიღო. დი კაპრიო კინოაკადემიამ ჰიუ გლასის
როლისთვის დააჯილდოვა.
კიდევ ერთი ოსკარი ფილმს "გადარჩენილი" საუკეთესო საოპერატორო
ნამუშევრისთვის ერგო. ჯილდო ემანუელ ლუბეცკიმ მიიღო.
კინოაკადემიის წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი 6 ოსკარით ფილმი
"შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" გახდა.
ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს "ოსკარის"გამარჯვებულთა სრული
სია:
• საუკეთესო ანიმაციური ფილმი: "თავდაყირა"
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი : "დათვის ისტორია"
• საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: "ექს რობოტი"
• ხმის საუკეთესო მიქსი: "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა"
• ხმის საუკეთესო რედაქტირება :" შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა"
• ფილმის საუკეთესო რედაქტირება: "შეშლილი მაქსი: მრისხანების
გზა"
• საუკეთესო კინემატოგრაფია: ემანუელ ლუბეცკი ფილმისათვის
"გადარჩენილი"
• საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა: "შეშლილი მაქსი: მრისხანების
გზა" (ლესლი ვანდერვოლტი, ელკა ვარდელგა, დამიან მარტინი).
• საუკეთესო დიზაინი და დეკორაცია : "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა"
(კოლინ გიბსონი და ლილსა ტომპსონი)
• საუკეთესო კოსტიუმები : "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" (ჯენი
ბივანი)
• საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: ალისია ვიკანდერი
ფილმში "დანიელი გოგონა"
• საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში : მარკ რაილანსი
ფილმში "ჯაშუშთა ხიდი"
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ადამ მაკკეი და ჩარლზ რენდოლფი
ფილმისათვის "დიდი აფიორა"
• საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ჯოშ სინგერი და ტომ მაკარტი ფილმში
"ყურადღების ცენტრში"
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი : "გოგონა მდინარეში:
პატიების ფასი"
• საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: "ემი"
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: "ენაბლუ"
• საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: "შონ ოფ შაულ" (სოლის შვილი)
• საუკეთესო ორიგინალური სიმღერა: "ჭრიტინგს ონ ტჰე წალლ" სემ სმიტი
და ჯეიმს ნეპიერი ფილმში სპექტრი: აგენტი 007
• საუკეთესო მუსიკა: ენიო მორიკონე ფილმისათვის "საძულველი რვა"
• საუკეთესო რეჟისორი: ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ფილმისათვის
"გადარჩენილი"
• საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში: ბრი ლარსონი ფილმში
"ოთახი"
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მთავარ როლში: ლეონარდო დიკაპრიო
ფილმში "გადარჩენილი"
• საუკეთესო კინოსურათი: "ყურადღების ცენტრში"
ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს"ოსკარის" დაჯილდოების 88-ე
ცერემონიალი 2016 წლის 28 თებერვალს კინოთეატრში"დოლბი" გაიმართა.
ნომინანტები 14 იანვარს დასახელდნენ.
მასალის გამოყენების პირობები