ქუთაისელი და ზუგდიდელი ახალგაზრდების აქცია - ფლეშმობი (ვიდეო)
17:14 / 10.04.2016
ზუგდიდის სკეიტ -პარკში, პროექტის "ქართველი მომხმარებელი - მეტად
ინფორმირებული, მეტად დაცული" ფარგლებში,
ფოტოგამოფენა და ფლეშმობი მოეწყო დევიზით: "მომხმარებლები - ეს ყველა
ჩვენ ვართ". ღონისძიება პედაგოგთა კავშირის "განათლება და სამყარო"
პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტის ხელმძღვანელის ივეტა შალამბერიძის თქმით, აქციის მიზანია
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცვლილებების
და მომხმარებელთა უფლებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების
ამაღლება.
დღეს ფოტოკონკურის მონაწილეებს სერტიფიკატები და წამახალისებელი
პრიზები გადაეცათ.
ზუგდიდის რაიონში პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,იმედი - დევნილ
ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის".
პროექტი "ქართველი მომხმარებელი - მეტად ინფორმირებული, მეტად დაცული"
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები