კულტურა
განათლების მინისტრი სან დიეგოს უნივერსიტეტის აბიტურიებტებს შეხვდა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) აბიტურიენტებისათვის ორდღიანი სემინარი - STEM აკადემია დაიწყო. განათლების სამინისტროს ცნობით, სემინარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა საქართველოში ჯენერ ედელმანმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა პროფესორმა კენ უოლშმა. 

ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM - Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებული უფროსკლასელებისთვის ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენების და მიღწევები გაცნობა. 

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო", უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვეობით, საქართველოში საინჟინრო და ტექნოლოგიურ საბაკალავრო პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს.

კურსდამთავრებულები  ამერიკულ დიპლომს მიიღებენ. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.