ზუგდიდში სპექტაკლი "თორმეტი განრისხებული მამაკაცი" გაიმართა (ვიდეო)
22:27 / 08.07.2016
კომბინატში,კულტურის ცენტრში "ოდიში" შოთა რუსთაველის სახელობის
სახელმწიფო
დრამატული თეატრი სპექტაკლით - "თორმეტი განრისხებული მამაკაცი"
წარსდგა.
სცენარის მიხედვით, 12 განრისხებული მამაკაცი - იგივე 12 ნაფიცი
მსაჯულია. ისინი არკვევენ დამნაშავეა თუ არა 18 წლის ბიჭი, რომელსაც
ბრალად ედება საკუთარი მამის მკვლელობა.
მოქმედება ნაფიც მსაჯულთა ოთახში ვითარდება. ჯგუფში მე-8 მსაჯული
არგუმენტების მოყვანითა და საკუთარ პოზიციაზე მტკიცედ დგომით ცდილობს
უმრავლესობა, ბიჭის უდანაშაულობაში დაარწმუნოს. მას საკუთარი
მსჯელობისა და თანმიმდევრულობის წყალობით, მხარდამჭერები ნელ-ნელა
ემატება და მისი გავლენის სფერო იზრდება.
სპექტაკლში, რომელიც რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა, მურმან ჯინორია,
ლევან ხურცია, დათო დარჩია, ტრისტან სარალიძე,რევაზ ჩხეიძე, ბაჩო
ჩაჩიბაია, ირაკლი მაჭარაშვილი, ზურა ინგოროყვა, თემიკო ჭიჭინაძე,
დავით კვარაცხელია, სოსო აბრამიშვილი და ვანო გოგიტიძე
მონაწილეობდნენ.
წარმოდგენის დასასრულს კი მსახიობებმა ზუგდიდში თეატრის აუცილებლობაზე
ისაუბრეს. უფრო მეტიც, დღევანდელი სპექტაკლიდან შემოსული თანხის
ნაწილი, რომელიც რუსთაველის თეატრისთვის იყო განკუთვნილი (3000 ლარი)
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის აღდგენას
მოხმარდება.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის"
ორგანიზებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
მხარდაჭერით გაიმართა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები