,,მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“- წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
19:13 / 11.04.2017
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პიტერ პომერანცევის წიგნის “არაფერია
ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე
რუსეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ,,რადარამის’’ ორგანიზებით
ჩატარდა.
წიგნის შესახებ ილიაუნის მკვლევარმა თამარ თოლორდავამ და
,,რადარამის'' წარმომადგენელმა მაია მესტუმრემ ისაუბრეს. მათი თქმით,
მასში ნათლად არის ასახული, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა
გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე. ნაშრომში ასევე, ასახულია, თუ
როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას და როგორი შეიძლება
იყოს ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში.
,,წიგნში ასევე კარგად არის აღწერილი პუტინის თემა, თუ როგორ ქმნის
მედია მის სახეს და როგორ იყენებს ქვეყნის პრეზიდენტი ამ პოლიტიკურ
იმიჯს. საინტერესოა ელიტებს შორის დაპირისპირებაც, რადგან ამას ხშირად
ჩვეულებრივი ადამიანებიც ეწირებიან. ეს ყველა დეტალი ნათლად
გვიჩვენებს, თუ როგორი სისტემაა ახლა რუსეთში და რა როლი უჭირავს
მოქალაქეს, ინდივიდს არსებულ რეჟიმში,’’- ამბობს თამარ თოლორდავა.
შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის
გზებზე იმსჯელეს. მაია
მესტუმრეს თქმით, საჭიროა სწორი ინფორმაცია და მეტი განათლება
იმისათვის, რომ ადამიანებს გაუღრმავდეთ ანალიტიკური აზროვნების უნარი
და შეეძლოთ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, წიგნების ავტორი და
ტელეპროდიუსერია. 2013 წლიდან ის აქტიურად მუშაობს და წერს რუსულ
პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ჟურნალებსა და ახალ მედია
პლატფორმებზე.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები