მშვიდობა ქალების პროზაში და მის მიღმა - საჯარო ლექცია ზუგდიდში (ვიდეო)
17:12 / 07.05.2017
ზუგდიდის არტ-გალერეაში სალომე ადამიას საჯარო ლექცია ,,მშვიდობა
ქალების პროზაში და მის მიღმა’’ გაიმართა.
ადამიამ ბერტა ფონ ზუტნერის, შირინ ებადისა და მალალა იუსაფზაის
ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ სამ ავტორს
გამბედაობა აერთიანებს.
,,იმ საზოგადოებისთვის, რომლის წინაშე ძალიან მწვავედ დგას მშვიდობის
მშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხები, საჭიროა ამ
პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა
გაიგოს ამის შესახებ,''- აღნიშნა ადამიამ.
მწერალი ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ ლექცია ეხებოდა იმ
ავტორებს, რომლებიც საუბრობენ და წერენ იმ აქტუალურ საკითხებზე,
რომელიც დღეს ჩვენს გარშემოა, პრობლემებზე ჩვენს რეგიონში თუ
სხვაგან.
ლექცია გამომცემლობა ,,ინტელექტის'' მხარდაჭერით ჩატარდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები