ზუგდიდის არტ-გალერეაში ზვიად და ლექსო რატიანების ერთობლივი საღამო
პირველად გაიმართა. პოეტმა ზვიად
რატიანმა თავისი შემოქმედებიდან ზუგდიდელი მკითხველის საყვარელი
ლექსები წაიკითხა, ლექსომ კი საკუთარი სიმღერები შეასრულა.
,,ლექსო ხშირად მართავს კონცერტებს, მაგრამ პირველი შემთხვევაა,
როდესაც ერთად გავმართეთ საღამო. კარგი იყო, ერთმანეთს შევეშველეთ", -
თქვა ზვიად რატიანმა.
როგორც პოეტმა აღნიშნა, საღამოს ჩატარების იდეა გამომცემლობა
,,ინტელექტის’’ მთავარ რედაქტორს და მწერალს ზვიად კვარაცხელიას
ეკუთვნის.
,,ზვიად რატიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი
ავტორია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს თანამედროვე ქართული
ლიტერატურის დონეს. კარგია, რომ მკითხველი ესეთი ინტერესით შეხვდა
ზვიად და ლექსო რატიანებს,’’- აღნიშნა კვარაცხელიამ.
საღამო გამომცემლობა ,,ინტელექტის’’ ორგანიზებით გაიმართა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები