ზუგდიდის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ ნიკოლოზ წულუკიძე დაინიშნა
შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის
სალიტერატურო ნაწილის გამგედ
თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე დაინიშნა. თეატრის დირექტორის ზურაბ
ეგუტიას თქმით, წულუკიძე ზუგდიდში თვეში რამდენჯერმე ჩამოვა და ის
სპექტაკლების მომზადებაში ჩაერთვება.
,,5 ივნის დაიწერა ბრძანება დანიშვნის შესახებ. ნიკოლოზ წულუკიძემ
უნდა შეარჩიოს და გაარჩიოს პიესები, სამხატვრო ხელმძღვანელს გაუწიოს
კონსულტაციები რეჟისორებს მოწვევაში და დაესწროს პრემიერებს.
თვეში ორ-სამჯერ ჩამოსვლა ზუგდიდში საკმარისი იქნება ამისთვის ,’’-
თქვა ეგუტიამ.
ცნობისთვის, ნიკოლოზ წულუკიძე საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა
კავშირის პრეზიდენტი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორია,
ასევე, მუშაოს ტელე - რადიო წამყვანად.
მასალის გამოყენების პირობები