GEM FEST 2017 კუნძულის სცენით გაიხსნა. ყინულის კუნძულზე პერფორმანსი
დიზაინერ უტა ბექაიას ორგანიზებით მოეწყო.
უტა ბექაიას ამბობს, რომ მას მეგრულ წარმართულ რიტუალზე სხვადასხვა
პერფომანსი აქვს გაკეთებული.
,,ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ადგილი, სამეგრელო, რადგან ჩემი
ფესვები აქედან მოდის. ბევრჯერ მაქვს გაკეთებული სხვადასხვა
ნამუშევარი ამ თემაზე, მეგრულ წარმართულ მითოლოგიაზე და რიტუალებზე.
ეს არის ერთგვარი ინტერპრეტაცია ამ თემის და მინდოდა ტყეში
ყოფილიყო'', - თქვა ბექაიამ.
GEM FEST-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, 15 ივლისს მსმენელს
ყველაზე გრანდიოზული შოუ ელის.
,,პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კუნძულს ვითვისებთ, როგორც GEM
FEST-ის ნაწილს და დღეიდან აქ იქნება უწყვეტი მხიარულება.
ხვალიდან ყველაზე საოცარი შოუები ელის ყველა ჩვენ სტუმარს,''-
განაცხადა სიგუამ.
პერფორმანსს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც
დაესწრო.
ცნობისთვის, ფესტივალზე რეგიატრაცია დღეს 18 საათიდან დაიწყო.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები