შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი 149-ე სეზონს პრემიერით
გახსნის. 15 და 16 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ტოიბელე
და მისი
დემონი“. პიესის ავტორი ისააკ ბაშევის ზინგერია, რეჟისორი - გოგა
თავაძე. სპექტაკლში ზუგდიდის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
ბილეთის ღირებულება 5 ლარია. სპექტაკლები მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლის დარბაზში ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები