ზუგდიდის აბრეშუმის ძაფსახვევ ფაბრიკაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს (ვიდეო)
16:39 / 09.11.2017
გრაფ როზმორდუკსა და ზუგდიდის აბრეშუმის ძაფსახვევ ქარხანაზე
დოკუმენტური ფილმი გადაღება
დასრულდა. ფილმში ასახულია გრაფ როზმორდუკის სამეგრელოში მოღვაწეობის
პერიოდი, ქართულ-ფრანგულ ურთიერთობები, ფაბრიკის დაარსების ისტორია და
ა.შ.
1848 წელს გრაფ როზმორდიუკმა (საფრანგეთის თბილისელი კონსულის შვილი)
და უფლისწულმა კონსტანტინე დადიანმა დაარსეს მეაბრეშუმეობის
გამავრცელებელი საზოგადოება და აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა,
რომელმაც 1863 წლამდე იარსება.
როზმორდიუკმა ფაბრიკის აღსაჭურვად ორთქლის მანქანა და სხვა საჭირო
დანადგარები საფრანგეთიდან ჩამოიტანა, ამასთან ჩამოიყვანა ამ საქმის
მცოდნე ორი ფრანგი ქალი (მარი და სიუზეტი), რომლებმაც თავიანთი ხელობა
ადგილობრივ მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლეს. პირველსავე წელს
დამზადებული 13 ფუთი აბრეშუმის ძაფი საფრანგეთში გაიყიდა 3250
მანეთად. 1852 წელს, მოსკოვის გამოფენაზე ზუგდიდის აბრეშუმსახვევი
საწარმოს პროდუქტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
პროექტის იდეის ავტორი და განმახორციელებელი ქალაქ ზუგდიდის მერიის
ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილებაა. ფილმის გადასაღებად
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 ათას ლარამდე გამოიყო.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები