ახალი ამბები
გაუქმებული სამინისტროები და დამატებული სახელმწიფო მინისტრის აპარატი - სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერიას წარუდგინა. პრემიერის განცხადებით, 14-დან რჩება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეერწყმება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია გადანაწილდება სამ უწყებაზე. კერძოდ, დევნილთა განსახლებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველჰყოფს, მიგრაციის კომპონენტს შს სამინისტრო შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას კი - ჯანდაცვის სამინისტრო.

რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

„დარწმუნებული ვარ ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში.შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჩამოვა 3.9 %, ჩვენთვის ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჯერი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ“- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯები დაიზოგება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

ამავე თემაზე:

99 ხმა 6-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა დროებითი მთავრობა დაამტკიცა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.