ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.
ახლად დაფუძნებულ ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ანსამბლებთან ერთად დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ფოლკლორულმა ანსამბლები მონაწილეობენ. ლონდონის და დუბლინის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ანაკლიაში მეგრული სიმღერები შეასრულეს.
ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
სახელმწიფო რწმუნებულმა ფესტივალის მონაწილეებს მიმართა მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს ფესტივალებს მხარდაჭერას ხელისუფლება ყოველთვის გამოუცხადებს.
მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით ტარდება.
ფესტივალის ორგანიზებისთვის მერიამ
32 ათასზე მეტი ლარი გამოყო. მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში 18 ივნისს
დაფუძნდა.
მასალის გამოყენების პირობები