ნოქალაქევში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციის პარალელურად მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ბრინჯაოს ჭურჭელი აღმოაჩინეს.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, ფოტოსურათის მიხედვით, შესაძლოა, ეს ანტიკური ხანის ამფორა იყოს. ამ ჭურჭელს ღვინის, ზეთის და სხვა სითხის შესანახად იყენებდნენ.
„წინასწარი ვარაუდით, ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს ამფორა, თუმცა ჯერ საჭიროა ლობორატორიული კვლევები, ამიტომაც თბილისში გამოაგზავნეს ჭურჭელი და ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად. თუ ეს ნამდვილად ბრინჯაოს ამფორაა, იშვიათ მონაპოვართან გვექნება საქმე“, - აღნიშნა ანთიძემ.
მისივე თქმით, ნოქალაქევში არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში სხვა აღმოჩენებსაც ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები